„ნაპოლიმ“, რომლის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ერთწლიანი იჯარით ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე დაიმატა.
25 წლის ფრანგი ფეხბურთელის განათხოვრებით ინგლისური კლუბი ერთ მილიონ ეცროს მიიღებს, ხოლო თუ ნეაპოლელები ნდომბელეს გამოსყიდვას დააპირებენ, მაშინ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
„ტოტენჰემმა“ ნდომბელე 2019 წელს „ლიონიდან“ 60+10 მილიონ ევრიდ შეიძინა. ფრანგმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლიონში“ გაატარა, სადაც 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.