„ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 19 წლის ნახევარმცველი შეიძინა

0
7

ლონდონის „ჩელსიმ“ მილანის „ინტერიდან“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ჩეზარე კაზადეი შეიძინა.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლონდონელებმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადახიადეს, ხოლო 5 მილიონი ევრო ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
გასულ სეზონში კაზადეის „ინტერის“ პირველ გუნდში არცერთხელ უთამაშია და მილანელთა ახალგაზრდულ შემადგნელობაში გამოდიოდა.