ლევან შენგელია ბელგიის სათამაშოდ საბერძნეთში წავიდა

0
8

ლევან შენგელია კარიეას საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს.  26 წლის გარემარბმა ბელგიის „ლუევენთან“, სადაც 2021 წლის ზაფხულში გადავიდა კონტრაქტი გაწყვიტა და „პანეტელიკოსთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. შენგელიამ გასულ სეზონში „ლეუვენში“ 22-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ფოთის „კოლხეთში“, ბელგიის „ტუბიცეში“, სამხრეთ კორეის „ტეჯონში“, თბილისის „დინამოში“ და თურქეთის „ქონიასფორში“ გამოდიოდა.
შენგელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10-ჯერ ითამაშა.