ხოჭოლავას ჯგუფურ ეტაპამდე ნაბიჯი აშორებს

0
5

„კოპენჰაგენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში დანიელება თურქეთის ჩემპიონ „ტრაბზონსფორს“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელსაც დანიის სუპერლიგის განვლილ ტურში მხარი ამოუვარდა და პირველი ტაიმის შუაწელში შეცვალეს, მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა.
„კოპენჰაგენმა“ ანგარიში მე-9 წუთზე კლაესონმა გახსნა. 48-ე წუთზე ლერაგერმა თურქების კარი მეორედ აიღო. 79-ე წუთზე „ტრაბზონსფორიდან“ ერთი საპასუხო ბურთი ბაკასეტასმა გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 24 აგვისტოს ტრაბზონში შედგება.