ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის სიმბოლურში

0
24

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იტალიის სერია A-ში ფანტასტიკური აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევის ლიდერმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ლიგაში ჩატარებულ პირველ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ავტორიტეტულმა საიტმა Whoscored-მა სერია A-ს პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც კვარაცხელიაც მოხვდა. ხვიჩას თამაში ვერონასთან 7,7 ბალით შეფასდა, მასთან ერთად კი სიმბოლურ გუნდში, მისი თანაგუნდელი ირვინ ლოსანოც მოხვდა (7,6 ბალი).
ნაპოლი სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს, “სტადიო მარადონაზე” მონცას წინააღმდეგ გამართავს. კვარაცხელიას აქამდე ნეაპოლში არ უთამაშია, ამდენად, დებიუტი უკვე საშინაო არენაზე ექნება.