„რეალის“ წარმატებული სტარტი ზედიზედ მე-14 სეზონში

0
9

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთი ლა ლიგა სტუმრად აღებული სამი ქულით დაიწყო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი „ალმერიას“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მადრიდში გამარჯვებული დაბრუნდა. მასპინძლებიდან მე-6 წუთზე ანგარიში რამაზანიმ გახსნა. 61-ე წუთზე ლუკას ვასკესმა საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო დავიდ ალაბამ 75-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და „რეალის“ გამარჯვება უზრუნველყო. ავსტრიელმა მცველმა მეტოქის კარი პირველი შეხებით აიღო და თუ „აინტრახტთან“ სუპერთასზე გატანილ გოლს გავითვალისწინებთ, მან თავი ზედიზედ მეორედ გამოიჩინა.
„რეალს“ ლა ლიგის სასტარტო შეხვედრა მიჯრით მე-14 სეზონია არ წაუგია, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეორე შედეგია. ბოლოს მადრიდელები სეზონის პირველ მატჩში 2008 წელს „დეპორტივოსთან“ (1:2) დამარცხდნენ.
სხვათა შორის, რეკორდიც იმავე „რეალს“ ეკუთვნის, რომელიც 1961-1976 წლებში ლა ლიგაში ზედიზედ 16 სეზონის განმავლობაში არცერთხელ წააგო.

გოჩა კაჭარავა