ტაბატაძის მეხუთე გოლი ყაზახეთის თასზე

0
4

თომა ტაბატაძემ ყაზახეთის თასის ჯგუფურ თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. „აკჟაიკი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში სტუმრად „კასპიის“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, ერთი ბურთი გაქვითა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. „აკჟაიკში“ ორი ტაიმი ჩაატარა კიდევ ერთმა ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ.
ტაბატაძემ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.
ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის პირველ ტურში „ზლინი“ „ოსტრავას“ ეწვია და 1:3 წააგო. სტუმართა შემადგენლობაში საგოლე პასი ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიითვალა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.