ერიკ ტენ ჰაგის და „მანჩესტერის“ საშინელი სტარტი

0
4

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მთავარი მწვრთნელის შეცვლამ არ უშველა და ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის ხელში გუნდმა პრემიერ ლიგაში საშინელი სტარტი აიღო.
პირველ ტურში შინ „ბრაიტონთან“ 1:2 მარცხის შემდეგ, მანჩესტერელები „ბრენტფორდს“ ეწვივნენ და 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ყველა გოლი საწყის 38 წუთში გაიტანეს.
1936 წლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი პირველად წააგო.
ტენ ჰაგი მანჩესტერელთა ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონატში ჩატარებულ სასტარტო ორ შეხვედრაში დამარცხდა.
1992 წლის შემდეგ პირველად „იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში სათამაშო დღე სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე დაასრულა.
1992-1993 წლების სეზონის შემდეგ პირველად „მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგის საწყისი ორი მატჩი წააგო, თუმცა მაშინ ალექს ფრეგიუსონის ხელმძღვანელობთ გუნდმა საბოლოო ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა.