ჩემპიონმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით განაახლა

0
14

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამო” კრისტალბეთ ეროვნული ლიგა გამარჯვებით განაახლა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელსაც მათე ვაწაძე, ჯოვინო ფლამარიონი და ზურიკო დავითაშვილი აკლდნენ, დაძაბულ ორთაბრძოლაში 3 ქულა გორში ადგილობრივ “დილასთან” აიღო.
მატჩი სანახაოებრივი არ გამოდგა და პირველი უგოლოდ დასრულდა. 56-ე წუთზე მასპინძლების ბარბადოსელი 20 წლის თავდამსხმელი ბათუმელთა საჯარიმოში შეიჭრა და ცრუ მოძრაოებით ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიცილა, შემდეგ მეორე, ხოლო მის დარტყმულ ბურთს კარიდან გამოსული მიხეილ ალავიძე გადაეფარა.
69-ე წუთზე ჰაჯი დრამემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფე ონორე გომისს, რომელიც ბურთი ხეირიანად ვერ მიწვდა და კარს ააცილა.
ბათუმელებმა ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გაიტანეს და მათ მასპინძელი ფეხბურთელებიც დაეხმარნენ. კერძოდ, უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევის გადაცემის შემდეგ რევაზ ჩიტეიშვილმა თავის საჯარიმოსთან ვერ დაიმორჩილა ბურთი, რომელიც სერბმა შემტევმა ნახევარმცველმა მილან რადინმა კარში ზუსტად გადაგზავნა – 0:1. “დინამო” 50 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო “დილა” 34 ქულით მეოთხეა.
21-ე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა” საგურამოში “გაგრა” მიიღო და 0:2 წააგო. სტუმრებიდან მე-4 წუთზე ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე თავი ოთარ ფარულავამ გამოიჩინა.
გაგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით 22 ქულა დააგროვა და მერვეა, ხოლო ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის დამოძღვრილი “ლოკომოტივი” 3 ქულით ბოლოა.

გოჩა კაჭარავა