„ბარსელონამ“ „რაიოსთან“ ისევ წაიფორხილა

0
10

„ბარსელონასთვის“ ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონი არცთუ კარგად დაიწყო. ხავის გაწვრთნილმა გუნდმა „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და უგოლო ფრეზე გაეყარა.
1968 წლის შემდეგ პირველად „ბარსელონამ“ ლა ლიგის პირველ ტურში შინ მატჩი ვერ მოიგო. გარდა ამისა, კატალონიელებმა „რაიოს“ ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ აჯობეს. გასულ სეზონში ბარსელონელებმა მადრიდელებთან ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით 0;1 წააგეს.
„ბარსელონაში“ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა გუნდის ახალწვეულმა პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო.