“ტორპედომ” კამერუნელი თავდამსხმელი დაიმატა

0
7

ქუთაისის “ტორპედომ” კამერუნელი თავდამსხმელი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო დაიმატა.19 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
“ტორპედოს” ახალწვეულს კამერუნის 17 წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ხოლო ამჟამად 23 წლამდელთა ნაკრების წევრია. კლუბში გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოსტო დინამო ზაგრების 19 წლამდელთა კლუბის წევრი იყო. დანიელმა 2021/22 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.