საქართველო მსოფლიო სერიის შესარჩევს ჩილეთი იწყებს

0
7

საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.
მსოფლიო სერიის საგზურისთვის პლანეტის ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.
საქართველო ა ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა-ახალი გვინეას ნაკრებებთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე მოხვდნენ; გ ჯგუფში ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.
ჩვენი 7-კაცა ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშს საქართველოს დროით 12 აგვისტოს, 23:07 საათზე მასპინძელ ჩილესთან გამართავს. პირველ სათამაშო დღეს, ოღონდ საქართველოს დროით უკვე 13 აგვისტოს, გამთენიის 04:04 საათზე სამხრეთ კორეას ვეთამაშებით, ჯგუფურ ეტაპს კი 20:10 საათზე პაპუა-ახალ გვინეასთან ვასრულებთ. 14 ივნისს გამთენიისას, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გველის ფლეი ოფის ერთი შეხვედრა, დასკვნით დღეს კი ნახევარფინალები და ფინალებია.

ჩილეში მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ითამაშებენ
იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

12 აგვისტო
საქართველო – ჩილე (23:07 საქ. დრო)
13 აგვისტო
საქართველო – სამხრეთ კორეა (04:04 საქ. დრო)
საქართველო – პაპუა-ახალი გვინეა (20:10 საქ. დრო)