ქავთარაძე „თელავისთვის“ შეუტევს

0
7

ბექა ქავთარაძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „თელავში“ გააგრძელებს.
23 წლის ფეხბურთელი ბოლო ვოლგოგრადის „როტორში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით გასულ სეზონში რუსეთის რანგით მეორე ლიგაში 19-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მანამდე, ის რუსეთში 2020-2021 წლების სეზონში „ნიჟნი ნოვგოროდის“ მაისურით თამაშობდა და 8 შეხვედრაში თავი ასევე 3-ჯერ გამოიჩინა. ქავთარაძე საქართველოში „35-ე სკოლაში“, თბილისის „დინამოში“ და „საბურთალოში“ თამაშობდა.