პაპუნაშვილი სერბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
6

გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. 26 შემტევი ნახევარცმველი, რომელმაც მიმდინარე ზაფხულში ქუთაისის “ტორპედო” დატოვა ქალაქ ნიშში ჩავიდა და კონტრაქტი ადგილობრივ “რადნიშკისთან” გააფორმა, რომელშიც მანამდე “თელავის” ექსკაპიტანი ანტონ თოლორდავა ჩაირიცხა.
პაპუნაშვილმა პროფესიული კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, სადაც 81 მატჩში 29 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იგი ბრემენის “ვერდერის” მეორე გუნდში გადავიდა, ხოლო 2017-2018 წლების სეზონში “სარაგოსაში” ჩაიერიცხა, რომლის შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 55 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. პაპუნაშვილი 2019-2020 წლების სეზონში იჯარით სანტანდერის “რასინგში” ირიცხებოდა, სადაც 3-ჯერ ითამაშა. ის 2020-2021 წლებში კვიპროსის “აპოლონში” გამოდიოდა, რომლის მაისურით 9-ჯერ ითამაშა.
პაპუნაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – ლიეტუვასთან, გიბრალტართან და ხორვატიასთან.