კარლო ანჩელოტი: „ბენზემა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“

0
45

კარლო ანჩელოტის ეჭვი არ ეპარება, რომ ქარიმ ბენზემა „ოქროს ბურთს“ მოიგებს. მადრიდის „რეალის“ იტალიემა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში უეფას ევროპის სუპერთასზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ თუ აქ ვართ, ეს დიდ წილად ბენზემას დამსახურებაა. ახლა მოდით „ოქროს ბურთისთვის“ წავიდეთ. ჩემი აზრით, მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება. ბენზემა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი გოლები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშშვნელოვანია.
იოლი მატჩი არ იყო, რადგან მეტოქე მჭიდროდ თამაშობდა. გოლის გატანის შემდეგ სიტუაციას კარგად ვაკონტროლებდით. სეზონის დასაწყისში არ უნდა ელოდო, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნები. თუმცა, ჩვენ გავიმარჯვეთ, რათა სეზონი კარგად დაგვეწყო.
ვფიქრობ, ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გასახდელში კარგი ატმოსგერო მაქვს იმ თვალსაზრისით თუ როგორ ფიქრობენ მოთამაშეები და ეს ყველაფერი მოედანზე გადააქვთ. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები გვყავს “ – ციტირებს უეფას ვებგვერდი იტალიელ სპეციალისტს, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვინც სუპერთასი 4-ჯერ მოიგო.