„კრემონეზემ“ ლუკა ლოჩოშვილი წარადგინა

0
16

იტალიის სერია A-ს კლუბმა „კრემონეზემ“ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი წარადგინა.
„კრემონეზეს“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ავსტრიის „ვოლფსბერგერიდან“ გამოისყიდეს და კონტრაქტი გაუფორმეს.
24 წლის ლოჩოშვილმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რის შემდეგ კიევის „დინამოში“ გაანათხოვრეს. მოგვიანებით, თბილისელებმა ის იჯარით სლოვაკეთის „ჟილინაში“ გაუშვეს.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი „ვოლფსბერგერში“ 2020 წელს გადავიდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 53 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლოჩოშვილი „ნაპოლის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მეორე ქართველია, რომელიც მომავალ სეზონშო სერია A-ში ითამაშებს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში 2 ფეხბურთელი გვეყოლება. მანამდე, სერია A-ში ერთ პერიოდში კახა კალაძეს და ლევან მჭედლიძეს უასპარეზიათ.
„ვოლსფბერგერი“ 24 წლის ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს მიიღებს. შონ ვაისმანის 6 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ, ლოჩოშვილი ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულთა შორის მეორეა.