ტენ ჰაგის უიღბლო სტარტი – „ბრაიტონის“ ისტორიული გამარჯვება

0
3

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგისთვის პრემიერ ლიგაში დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა. პირველ ტურში მანჩესტერელებმა „ბრაიტონი“ მიიღეს და 1:2 წააგეს.
სტუმრებიდან 30-ე წუთზე ანგარიში პასკალს გროსმა გახსნა, რომელმაც 9 წუთში დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე „ბრაიტონის“ ნახევარმცველმა მაკალისტერმა ავტოგოლი გაიტანა.
„ბრაიტონმა“ არსებობის ისტორიაში სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველად დაამარცხა – მანამდე, ზედიზედ 6 თამაში წააგო.
ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი თანამემამულე ლუის ვან გაალის შემდეგ მეორე მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში სასტარტო შეხვედრა წააგო.