ყაზაიშვილმა კორეაში საგოლე გადაცემა მიითვალა

0
4

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის 27-ე ტურში საგოლე პასი შეასრულა. „ულსანი“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი იცავს, სტუმრად „ჩონბუკს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. მე-8 წუთზე ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ უმმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 59-ე წუთზე მოდოუ ბაროუს დარტყმის შემდეგ გაიტანეს. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლა გადაცემა გააკეთა.
„ულსანი“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.