ჰოლანდმა პრემიერ ლიგა დუბლით დაიწყო – ნორვეგიელი აგუეროს გაუტოლდა

0
4

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ სასტარტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
მანჩესტერელებმა სტუმრად „ვესტ ჰემი“ 2:0 დაამარცხეს და ჰოლანდმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა, როდესაც თავისივე მოპოვებული პენალტი გამოიყენა. 65-ე წუთზე ნორვეგიელმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
ჰოლანდი „სიტის“ ისტორიაში არგენტინელი სერხიო აგუეროს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგის სასტარტო შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ეს 2011 წელს მოახერხა.