„ნოტინგემ ფორესტმა“ „მაინცის“ ყოფილი კაპიტანი იყიდა

0
2

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა „ნოტინგემ ფორესტმა“ „მაინცის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მუსა ნიაკატე შეიძინა.
ნოტინგემელთა პრესსამსახურის ინფორმაციით. 26 წლის ფრანგმა მცველმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას ავტომატურად კიდევ ერთი წელი გააგრძელებენ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ნოტინგემმა“ ნიაკატეში 15 მილიონი ევრო გადაიხადა. ფრანგმა გასულ სეზონში „მაინცის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
„ნოტინგემ ფორესტი“, რომელიც 1865 წელსაა დაარსებული, ბოლო პრემიერ ლიგაში 1998-1999 წლების სეზონში გამოდიოდა.
„ნოტინგემი“ ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც თავისი ქვეყნისს ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა თასს ორჯერ დაეუფლა.