„ბოკა ხუნიორსმა“ მთავარი მწვრთნელი გაუშვა

0
4

„ბოკა ხუნიორსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სებასტიან ბატალია დაითხოვეს.
„კლუბი მას გაწეული სამუშაოსთვუს მადლობას უხდის. სებასტიან, „ბოკა“ ყოველთვის შენი სახლი იქნება. მომავალ კარიერაში წარმატებას გისურვებთ“ – ნათქვამია არგენტინული გრანდის ოფიციალურ განცხადებაში.
41 წლის ბატალიას, რომელიც გუნდს 2021 წლის 17 აგვისტოდან წვრთნის, კოპა ლიბერტადორის 1/8-ფინალში ორი მატჩის ჯამში ბრაზილიის „კორინთიანსთან“ მარცხი არ აპატიეს.