“საბურთალო” 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

0
7

საქართველოს 17-წლამდელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდი გახდა.
„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გრიგოლ ცაავამ და გენერალურმა მდივანმა გია ძამუკაშვილმა დააჯილდოვეს.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „ბენდელას“ სტადიონზე, გათამაშების დასკვნითი მატჩის შემდეგ გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელეც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა.