მარგველაშვილმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით და გაძევებით დაიწყო

0
5

ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპიმ“, რომელშიც გაგი მარგველაშვილი თამაშობს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ გიბრალტარის „ლინკოლნი“ მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მასპინძლები მე-11 წუთზე დანფამ დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე ადეკურიმ მაკედონიელების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე „ლინკოლნის“ ფეხბურთელმ ვისემანმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
მარგველაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 54-ეზე მეორედ გააფრთხილეს და მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს შედგება.