დარვინ ნუნიესი პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

0
5
FUTEBOL - Darwin Nunez, antigo jogador do Benfica e novo jogador do Liverpool, durante a entrevista, onde recebeu a BOLA DE PRATA (Melhor marcador da LIGA 2021/22). Almeria. Espanha. Domingo 2 de julho de 2022. (SÉRGIO MIGUEL SANTOS/ASF)

პორტუგალიის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლისაბონის „ბენფიკას“ აწ უკვე ყოფილი ფორვარდი დარვინ ნუნიესი დაასახელეს.
„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მის სახელს ვაზუსტებთ: დარვინი! ის საუკეთესო ბომბარდირი, სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო ახლა ჩემპიონატის MVP-ის ტიტული მიიღო. გვირგვინი მიართვით გეთაყვა!“ – ნათქვამია პორტუგალიის პრიმერა ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.
23 წლის ურუგვაელმა გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „ბენფიკამ“ ნუნიესი 75 მილიონ ევროდ „ლივერპულში“ გაყიდა.