„ტოტენჰემის“ ექსმწვრთნელი საუდის არაბეთში წავიდა

0
3

ლონდონის „ტოტენჰემის“ და „ვულვერჰემტონის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ სამუშაოდ საუდის არაბეთში წავიდა. მან „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ტოტენჰემიდან“ 2021 წლის პირვე ნოემბერს გაუშვეს და მის ნაცვლად ანტონიო კონტე დანიშნეს.
48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების გარდა, სამშობლოში „რიუ ავე“ და „პორტუ“, ხოლო ესპანეთში „ვალენსია“ გაუწვრთნია.