კრისტენსენი „ბარსელონაში“ ითამაშებს

0
31

„ბარსელონამ“ დანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი შეიძინა. სკანდინავიელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა. კატალონიელები 26 წლის დანიელს ოფიციალურად 7 ივლისს წარადგენენ.
კრისტენსენი „ჩელსის“ აკადემიაში 2012 წელს მოხვდა, ხოლო პირველ გუნდში 2014-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 243 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან ლონდონელებთან ერთად თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ევროპი სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოიგო.