“დინამო” – “პაიდეს” მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
3
კონფერენციის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოსა” და ესტონეთის “პაიდეს” შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში უკვე შესაძლებელი, მატჩის დღეს კი სალაროები 10:00 საათიდან იმუშავებს.
ონლაინ ბილეთები: tkt.ge/DinamoTbilisi (ბილეთების ფასი – 5 ლარი და 10 ლარი)
სკოლის მოსწავლეებმა უფასო ბილეთის მისაღებად სალაროში უნდა წარმოადგინონ sCool Card და პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მოწმობა (ან პირადობა ან პასპორტი ან დაბადების მოწმობა).
მოსწავლეები მათთვის წინასწარ გამოყოფილ, აღმოსავლეთ ტრიბუნის 26-ე სექტორში განთავსდებიან.
მომავალი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.