“თელავიდან” თოლორდავა, ქანთარია და მახარობლიძე წავიდნენ

0
4

“თელავიდან” სამი ფეხბურთელი წავიდა, რის შესახებ ნახსენები საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ჩვენი გუნდი 25 წლის კაპიტანმა და მცველმა ანტონ თოლორდავამ, 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქანთარიამ და 29 წლის ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემ დატოვეს.
თოლორდავა კარიერას სერბეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან კლუბ ნიშის “რადნიჩკიში” გააგრძელებს, ქანთარიამ აზერბაიჯანს მიაშურა და იქაური პრემიერლიგის კლუბ განჯის “ქიაფაზი” გადავიდა, ხოლო მახარობლიძე ჯერჯერობით, უგუნდოდაა”.