„მარსელის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

0
4

„მარსელის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. ფრანგულ გუნდს ხორვატი იგორ ტუდორი გაწვრთნის. 44 წლის ტუდორმა მარსელელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მან არგენტინელი ხორხე სამპაოლი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა კლუბის ხელმძღვანელებთან სატრანსფერო პოლიტიკაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. სამპაოლის თავკაცობით გუნდმს საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-2 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ტუდორი გასულ სეზონში „ვერონას“ ავარჯიშებდა, რომელმაც სერია A-ში მე-9 ადგილი დაიკავა. მას კარიერის განმავლობაში ასევე სპლიტის „ჰაიდუკი“, პაოკი, „ქარაბიუქსფორი“ და „გალათასარაი“ გაუწვრთნია. 2020-2021 წლების სეზონში ის „იუვენტუსის“ თავკაცის ანდრეა პირლოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.