7-კაცა კრაკოვში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს

0
4

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, კრაკოვის ეტაპზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან მოხვდა, „ბ“ ჯგუფში კი ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ლიეტუვა და პოლონეთი მოხვდნენ. 1 ივლისს ტურნირი 16:28 საათზე საქართველოსა და გერმანიის შეხვედრით იხსნება, 22:30 საათზე კი ბელგიას ვეთამაშებით. ჯგუფური ეტაპის დანარჩენი ორი თამაში 2 ივლისს გაიმართება – 14:12 საათზე საფრანგეთთან, ხოლო 18:46 საათზე ჩეხეთთან.
ლისაბონის ეტაპის შემდეგ გუნდის 13-კაციან შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. პორტუგალიაში ტვინის შერყევა მიიღო ხვიჩა ჯგერენაიამ. მის ნაცვლად პოლონეთში ‘შავი ლომის’ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი გაემგზავრა.
საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის კრაკოვის ეტაპზე
თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლევან ნარიმანიძე (ხარები).
მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე