„თელავმა“ და „დილამ“ ქულები გაიყვეს

0
6

ერთა ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ოთხი მატჩის ჩატარების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დღეს განახლდა.
მე-17 ტურში თელავში ადგილობრივმა „თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ გორის „დილა“ მიიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გორში გამართული მატჩი „დილამ“ 2:1 მოიგო.
გიორგი ჭელიძის გაწვრთნილ თელაველებს ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგიათ – 2 ფრე და 2 მარცხი.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ „დილას“ მიჯრით 4 შეხვედრა არ წაუგია – 2 გამარჯვება და 2 ყაიმი.
„დილა“ 30 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 21 ქულით მეექვსეა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დანარჩენი 4 შეხვედრა ხვალ შედგება.