ოფიციალურად: თემურ ქეცბაია „ანორთოსისიდან“ წავიდა

0
5

თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
კვიპროსული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2023 წლამდე იყო გაფორმებული შეწყდა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ ქართველმა მწვრთნელმა კლუბის მენეჯმენტს თავისი 7-კაციანი სამწვრთნელო შტაბიდან სამი წევრის გაშვება იუარა.
ქეცბაია „ანორთოსისგან“ კომპენსაციის სახით 120000 ევროს მიიღებს.
54 წლის ქეცბაია 2004-2007 წლებში „ანორთოსისის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო 2007-2009 წლებში მთავარი მწვრთნელი. ის ფამაგუსტურ კლუბში 2019 წელს დაბრუნდა. მან „ანორთოსისს“ 2005 და 2008 წლებში კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2021 წელს კვიპროსის თასი.
ქეცბაიას ხელში „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა – 2008-2009 წლების სეზონში.
ქეცბაიასთან ერთად კლუბიდან მისი თანაშემწე სოსო ჭედია წავიდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მომავალ სეზონშიც ფამაგუსტელათა ღირსებას დაიცავს.