კოსტა რიკა მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ ითამაშებს

0
3

კოსტა რიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. კოსტა რიკელებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ პლეი-ოფის ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე კემბელმა გაიტანა.
არსებობი ისტორიაში კოსტა რიკა მუნდიალზე მეექვსედ ითამაშებს. ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1990 წელს მოხვდა, ხოლო საუკეთესო შედეგო ბრაზილიაში 2014 წელს გამართულ ტურნირში 1/4-ფინალში გასვლაა.
კოსტა-რიკა კატარში გასამართ მუნდიალზე E ჯგუფში ესპანეთთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად იასპარეზებს.