“დინამოს”, “დილას” და “საბურთალოს” სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

0
7

თბილისის “დინამოს”, “საბურთალოს” და გორის “დილას” სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭიყრის შემდეგ გაირკვა.
თუ “დინამო” ესტონურ “პაიდეს” ბარიერს გაივლის, მაშინ სომხეთის “არარატ-არმენიას” დაუპირისპირდება.
“საბურთალო” ალბანეთის “პარტიზანთან” გამარჯვების შემთხვევაში რუმინულ ბუქარესტის “სტიაუას” შეხვდება.
“დილასა” და ფინეთის კუპს-ს შორის გამარჯვებული ლიეტუვას “პანევეჟისის” და მოლდოვის “მილსამის” შორისს მოგებულს შეხვდება.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 ივლისს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშები 21 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი – 28 ივლისს.