გაირკვა ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები

0
4

საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ თუ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატილავის “სლოვანს” აჯობებს, მაშინ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “ტობოლსა” და უნგრეთის “ფერენცვაროშს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„დინამო“ „სლოვანთან“ პირველ მატჩს სტუმრად 5 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს – 12 ივლისს ბათუმში.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 19-20 ივლისს შედგება, საპასუხო კი – 26-27 ივლისს.