კიელინი „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს

0
4

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი ჯორჯო კიელინი კარიერას MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელესში“ განაგრძობს. მან ამერიკელებთან კონტრაქტი 2023 ლამდე გააფორმა.
კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წელს „ფიორენტინადან“ გადავიდა 7,7 მილიონი ევროს სანაცვლოდა. მან ტურინელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 559 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა. 37 წლის კიელინიმ „იუვესთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო, ხოლო თასს და სუპერთასს 5-ჯერ დაუფლა.
ის „სკუადრა აძურაში“ 2004-2022 წლებში გამოდიოდა და 117 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. კიელინიმ შარშან იტალიელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.