ერთა ლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება

0
4

ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებას ახალი გამარჯვებული ეყოლება. საფრანგეთის ნაკრებმა, რომელიც A ლიგაში გასამართ მე-4 ტურამდე ჩემპიონის სტატუსს ინარჩუნებდა, შინ ხორვატიასთან წააგო და ახლა B ლიგაში გავარდნა ემუქრება.
განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხორვატების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა პენალტიდან გაიტანა. საფრანგეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში ხორვატებთან პირველად დამარცხდა. მანამდე, „სამფეროვნებმა“ ბალკანელებს 6-ჯერ მოუგეს და 3 თამაში ფრედ დასრულდა. თუ საფრანგეთის ნაკრები 22 სექტემბერს ავსტრიასთან წააგებს, მაშინ B ლიგაში დაქვეითდება. დიდიე დეშამი გაწვრთნილი გუნდი 2 ქულით პირველ ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ხორვატია 7 ქულით მეორეა.
ჯგუფის ლიდერი დანიაა, რომელმაც შინ ავსტრიას 2:0 აჯობა. მასპინძლებიდან თავი 21-ე წუთზე ვინდმა გამოიჩინა, ხოლო 37-ე წუთზე ავსტრიელების კარი მეორედ სკოვ ოლსენმა აიღო. დანიას 9 ქულა აქვს, ავსტრია კი 4 ქულით მესამეა.