„დინამოს“, „დილას“ და „საბურთალოს“ მეტოქეები კონფერენს ლიგაში ცნობილია

0
9

უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაცხადდა, რომ თბილისის „დინამო“ ესტონეთის “პაიდეს” (პაიდე) შეხვდება, გორის „დილა“ – ფინეთის კუპსს (კუოპიო), სადაც ქართველი ფორვარდი ნიკა სიჭინავა გამოდი, ხოლო თბილისის „საბურთალო“ – ალბანეთის “პარტიზანს” (ტირანა). დინამოელები პირველ თამაშს სახლში ჩაატარებენ, ისევე როგორც საბურთალოელები, გორელები კი სტუმრად ითამაშებენ.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 ივლისს.
მიხეილ მესხის სახელობი სტადიონზე მიმდინარე რეკონტრუქციის გამო, “საბურთალო” კონფერენს ლიგაში საშინაო მატჩებს გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” გამართავს.