კახა ცხადაძე: “ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ”

0
6

თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის აზრით, ევროთასებზე რომელიმე მეტოქის არდაფასება არ შეიძლება. მან ამის შესახებ მას მერე განაცხადა, რაც გაირკვა, რომ თბილისელები კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის თასის მფლობელ “პაიდეს” დაუპირისპირდებიან.
კახა ცხადაძე: “ჩვენთვის საერთოდ უცხო გუნდია, დღეიდან დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, რადგან ევროთასებზე არანაირად არ შეიძლება რომელიმე მეტოქის არდაფასება. ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, როცა ამ შეხვედრის დრო მოვა. თუმცა, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ეროვნული ლიგის უახლოესი ტური და ამისთვის ვემზადებით”.
ანზორ მექვაბიშვილი (“დინამოს” ნახევარმცველი): “”მაქსიმალური მობილიზაციით ვემზადებით ამ თამაშისთვის. ჩვენთვის ყველა ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ. შევისწავლით ამ გუნდს და ინფორმაციის მიღების შემდეგ უფრო კარგად მოვემზადებით. მინდა, ხალხს მოვუწოდო, რომ მოვიდნენ სტადიონზე და დაგვიდგნენ გვერდით, რადგან ხალხი ძალიან მაგარ ატმოსფეროს ქმნის და ასე ვთქვათ, კლანჭებში ამყოფებს მეტოქეს. ამიტომ, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდნენ. პირველი თამაში თბილისში გვაქვს და რა თქმა უნდა, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”.
“დინამო” პირველ მატჩს 7 ივლისს თბილისში ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს 14 ივლის – პაიდეში.