„სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდი წარადგინა

0
13

„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდი წარადგინა. მან კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი გუნდს პირველი ივლისიდან შეუერთდება.
„სიტის“ თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ბოლო სეზონში ეს ძალიან მომწონდა. შეუძლებელია, ამ გუნდის სათამაშო სტილით არ აღფრთოვანდე, რადგან ბევრ მომენტს ქმნის, რაც ისეთი მოთამაშისთვის როგორც მე ვარ იდეალურია“ – ციტირებს ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს „სიტის“ ვებგვერდი.
ჰოლანდი 2020 წლის იანვარში ავსტრიის „ზალცბურგიდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა, სადაც ჩატარებულ 89 მატჩში 86 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა.