პორტუგალიის პირველი მარცხი 2022 წელს, ესპანეთი გალიდერდა

0
16

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელს პირველი მატჩი წააგო. ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ტურში პორტუგალიელები სტუმრად შვეიცარიას შეხვდნენ, რომელსაც მანამდე თამაში არ მოეგო და უქულოდ დარჩნენ. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მატჩის პირველ წუთზე თავდამსხმელმა ჰარის სეფეროვიჩმა გაიტანა. ამჯერად, ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ არ ათამაშა, რომელმაც მიმდინარე ტურნირში 3 მატჩი ჩაატარა და შვეიცარიასთან საშინაო შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ამ მარცხის შემდეგ, პორტუგალიამ 7 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო შვეიცარია 3 ქულით ბოლოა.
ჯგუფში ესპანეთი გალიდერდა, რომელმაც თავის მოედანზე ჩეხეთს 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. კარლოს სოლერმა 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო პაბლო სარაბიამ 75-ე წუთზე ჩეხების კარი კიდევ ერთხელ აიღო. ესპანეთმა თავი 8 ქულას მოუყარა, ხოლო ჩეხეთს 4 ქულა აქვს.