ნიკა კვეკვესკირი: „ფრე ჩვენთვის წარუმატებლობაა“

0
6

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტან ნიკა კვეკვესკირისთვის შინ ბულგარეთთან მატჩის უგოლოდ დასრულება წარუმატებლობაა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-4 შეხვედრის მერე ისაუბრა.
ნიკა კვეკვესკირი: „ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო იყო. თითქოს მთელი ერი შეიკრა ჩვენ გარშემო წინა წარმატებების და გამარჯვებების გამო. მართლა ძალიან დადებითი ემოცია მოდიოდა და გვეხმარებოდა გუშემატკივარი.
სამწუხაროა, რომ ეს შედეგში ვერ ავსახეთ და საფეხბურთო დღესასწაული ბოლომდე გამარჯვებით ვერ დავაგვირგვინეთ. გულშემატკივარს მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, ისინი გვაძლიერებენ. არანორმალური გრაფიკია 10 დღეში ოთხი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. რომ არა გულშემატკივრები ალბათ ამის გაკეთებაც რთული იქნებოდა.
სამწუხაროა, რომ ჩვენი მომენტები ვერ ავსახეთ გოლში, ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და მათთვის ზეიმის ჩუქება. დღეს არავის დამარცხება არ არის იოლი. მით უმეტეს როდესაც ზედიზედ ორ მატჩს ეთამაშები მართლა კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისეთი მჭიდრო დაცვის გარღვევა, როგორიც ბულგარეთმა მოაწყო საკუთარ საჯარიმოში ძნელი იყო. ამიტომ უნდა გამოგვეყენებინა ის მომენტები, რომელიც შევქმენით.
ამ ერთა ლიგის დაწყების წინ, ვინმეს რომ ეთქვა 10 ქულა გვექნებოდა ოთხი თამაშის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუფიქრებლად თანახმა იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან კარგი შედეგია, მაგრამ რა თამაშსაც და ხარისხსაც გუნდი აჩვენებდა, რამდენი გოლიც გაგვქონდა, როგორ ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა. იმიტომ რომ წარუმატებლობა არის ასეთი ნაკრებისთვის როგორიც ჩვენ გვყავს, სავსე “დინამო არენაზე”, რომ ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას”.