გურამ კაშია: „ყველაფერი ჩვენს ხელშია“

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თბილისში ბულგარეთთან 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, ერთა ლიგის 4 მატჩში 10 ქულის აღება ძალიან დადებითად შეაფასა.
გურამ კაშია: „მოგება გვინდოდა, რაც ვერ შევძელით. რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. საერთო ჯამში უნდა ვთქვა, რომ ასეთი შეკრება თუ გვქონია არც ვიცი. ოთხ მატჩში 10 ქულა, სამჯერ მშრალად შენახული კარი, 3 ქულა გვაკლია პირველ ადგილამდე და ყველაფერი ჩვენს ხელშია.
ძალიან პოზიტიური შეკრება გვქონდა, ალბათ, გულშემატკივარიც კმაყოფილია, მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ ამდენი გულშემატკივარი დარჩა, ეს დიდი პატივისცემაა და ფეხბურთელები პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან ამ დღეებში ფანები სულ ჩვენს გვერდით იდგნენ, რაც ძალიან სასიხარულოა.
გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება. ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა შევძელით, რომ საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრ გოლს ვიტანთ, დღევანდელ მატჩს თუ არ ჩავთვლით და სასიხარულოა, რომ გულშემატკივარი ბრუნდება“.
ზურიკო დავითაშვილი: “მეტოქემ ზონები არ გახსნა და ამიტომ გაგვიჭირდა. მომენტები გვქონდა და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ოთხ თამაშს და იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებს მოვიგებთ და პირველ ადგილს დავიკავებთ”.