„ბენფიკამ“ ნუნიესი „ლივერპულში“ 75 მილიონ ევროდ გაყიდა

0
7

ლისაბონის „ბენფიკამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ლივერპულს“ თავდამსხმელ დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე შეუთანხმდა. პორტუგალიერი გრანდის პრესსამსსახურის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის. თუ ნუნიესი ახალ კლუბში თავს გამოიჩენს, „ბენფიკა“ დამატებით კიდევ 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თავად ნუნიესმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე შეათანხმა და ინგლისური კლუბი მას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარადგენს.
„ბენფიკამ“ ნუნიესი 2020 წელს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ალმერიადან“ 2224 მილიონ ევროდ  შეიძინა, რაც ლისაბონური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. გარდა ამისა, ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული „ალმერიას“ და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის არსებობის ისტორიაში.