თორნიკე შენგელიას მარცხი მილანში

0
9

თორნიკე შენგელიას “ბოლონიამ” იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “მილანთან” საგარეო შეხვედრა 82:94 წააგო. სერიაში მილანელები 2:1 დაწინაურდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, თითო დაფარება-ჩაჭრა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
“ლეგაბასკეტის” სერია A-ს ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი 14 ივნისს კვლავ მილანში ჩატარდება.