ნიდერლანდებმა ჩეხეთთან ქულა გადაარჩინა

0
6

ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფის მე-3 ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა როტერდამში ჩეხეთი მიიღო და წაგებას გადაურჩა. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში კეშმა გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე ზელინსკიმ ლუის ვან გაალის გაწვრთნილ გუნდს კიდევ ერთი ბურთი გაუტანა.
51-ე წუთზე მასპინლებიდან ერთი ბურთი კლასენმა გაქვითა, ხოლო სამ წუთში ჩეხები დუმფრისმა დაამწუხრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ვან გაალის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ, ნიდერლანდებს 12 მატჩი არ წაუგია – 8 გამარჯვება და 4 ფრე.
უელსმა კარდიფში ბელგია მიიღო და მატჩი 1:1 დარულდა. სტუმრები 51-ე წუთზე ტილემანსმა დააწინაურა, ჯონსონმა კი ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ანგარიში გაათანაბრა.
ნიდერლანდები 7 ქულით ჯგუფი ლიდერია, ბელგია 4 ქულით მეორეა.