გურამ კაშია: “ბულგარეთთან მატჩი ურთულესი იქნება”

0
4

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტამ გურამ კაშიას მიაჩნია, რომ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-4 ტურში თბილისში ბულგარეთთან გასამართი შეხვედრა ურთულესი იქნება. მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან გაანცხადა.
გურამ კაშია: “მინდა გუშინდელ ინციდენტს გამოვეხმაურო. ძალიან ცუდი რამ მოხდა და იმედი მაქვს დაშავებული ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მოედანს. გუნდის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ ბულგარეთს.
ძალიან მაგარი შეკრება გვაქვს. კარგი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ და ვიცით, რომ ბოლო მატჩი ურთულესი იქნება. რაც მთავარია, ძალებს ვიღდგენთ კიდევ და იმედია, რომ გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ ამ შეკრებას. სასიამოვნოა ფაქტია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემეატკივარი დამატებით მუხტს გაძლევს მოედანზე. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის მაისურით სავსე ტრიბუნების წინ ითამაშოს. ამიტომ, ფეხბურთელები დიდ სიამოვნებას მივიღებთ”.
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.