სერხი რობერტომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
2

სერხი რობერტომ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე დადო. მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.
სერხი რობერტო „ბარსელონას“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2010-2011 წლების სეზონიდან თამაშობს. მან კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 316 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ის 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ამდენჯერვე ესპანეთის თასი მოიგო, ხოლო სუპერთასს 3-ჯერ დაეუფლა. სერხი რობერტომ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო თითოჯერ – ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.