საფრანგეთი მბაპემ გადაარჩინა, დანიამ პირველად წააგო

0
5

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩი ჩაატარა და ვერცერთი მოიგო. A ლიგის პირველ ჯგუფში დიდიე დეშამის გაწვრთნილი მსოფლისო მოქმედი ჩემპიონები სტუმრად ავსტრიას შეხვდნენ და ქულა მატჩის ბოლოს გადაარჩინეს.
მასპინძლებმა ანგარიში 37-ე წუთზე გახსნეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა არნაუტოვიჩმა კარგად „შეაყოლა“ ბურთი მარჯვნიდან გახსნილ ლაინერს და ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემის მერე, ვაიმანმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 1:0.
83-ე წუთზე, ფრანგების კონტრშეტევის დროს ნკუნკუმ შეცვლაზე შესული კილიან მბაპე მოძებნა, რომელმაც სისწრაფეში ავსტრიელი მცველი დაჩაგრა და საჯარიმოში შეჭრილმა ზედა კუთხეში ძლიერად დაარტყა – 1:1. მან საფრანგეთის ნარებში ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში შეცვლაზე შესულამ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგებმა სამი თამაშიდან 2 ფრედ დაასრულეს და ერთი მოიგეს – 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან, ხოლო ავსტრია 4 ქულით მეორეა.
ჯგუფის ლიდერი დანიაა, რომელმაც პირველი თამაში ხორვატიასთან წააგო. კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე პაშალიჩმა გაიტანა. ხორვატებმა პირველი სამი ქულა ქულა ჩაიწერეს და მანამდე საფრანგეთთან (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის გათვალისწინებით 4 ქულით მესამეა.