ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა

0
12

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც თბილისში ერთა ლიგის მატჩისთვის ჩამოვიდა, ავარიაში მოჰყვა.
ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმროსკენ ორი ავტობუსით მიემართებოდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მეორეს შეეჯახა.
დაშავებულია პლოვდოვის „ბოტევის“ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი, რომელიც წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე მძლავრი იყო.
ნედელევი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის გამოკვლევები უტარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, ისინი არ დაშავებულან.